ახალი ამბები

გასვლითი ლექცია-სემინარი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში

5 ნოემბერი 2019

დღეს, 2019 წლის 5 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილსის სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები, გასვლითი ლექცია-სემინარის ფარგლებში, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

პროფესორებმა ამირან თავართქილაძემ და გივი ლობჟანიძემ მოუთხრეს სტუდენტებს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის, მისი როგორც დიდი ქართველის, მამულიშვილის, ერისკაცის, საზოგადო მოღვაწის იდეებისა და საქმიანობის თაობაზე და ვირტუალურად ამოგზაურეს ილიას სამყაროში.

სტუდენტებმა დაათვალიერეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოგალერეა...