ახალი ამბები

გასვლითი ლექცია სასტუმრო Gori Inn -ში

11 მაისი 2023

2023 წლის 10 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის ,,სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტი" ფარგლებში, სასტუმრო Gori Inn-ში გასვლითი ლექცია ჩაუტარდათ.

სტუდენტებს სასტუმრო Gori Inn-ში უმასპინძლა და ლექცია ჩაუტარა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა ერეკლე კოკაიამ.

გასვლითი ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ჩაუტარდათ სასტუმროს ტური და მიიღეს ინფორმაცია სასტუმროს მენეჯმენტის ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე.


იხილეთ ფოტოგალერეა...