ახალი ამბები

გასვლითი ლექცია სასტუმრო ბილტმორში

6 დეკემბერი 2019

გუშინ გთუნის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები, გასვლითი ლექციის ფარგლებში, ასოცირებული პროფესორის მალხაზ ჭეშმარიტაშვილის ხელმძღვანელობით სასტუმრო „ბილტმორში“ იმყოფებოდნენ.

ლექციის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სასტუმროს სანომრე ფონდის მართვის რეალობას, ოთახების სტატუსების რეგულირების თავისებურებებს, კვების ობიექტებსა და სტუმრებისათვის მოწყობილ სპეციალურ სამუშაო და დასასვენებელ სივრცეებს.

მსგავსი ხასიათის გასვლითი ლექციები სტუდენტების დიდ დაინტერესებას იწვევს და მაღალი ინფორმატიულობით ხასიათდება.


იხილეთ ფოტოგალერეა...