ახალი ამბები

გასვლითი ლექცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე

24 ოქტომბერი 2018

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები ჟურნალისტური ოსტატობის სახელოსნოს (,,ექსტრემალური ჟურნალისტიკა") საქმიანობის ფარგლებში, გასვლითი რეპორტაჟის მოსამზადებლად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზას ესტუმრნენ.

სტუდენტებმა სრულად დაათვალიერეს ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ძაგნიძემ მომავალ ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა და შეხვედრის დასასრულს სტუდენტთა შეკითხვებსაც უპასუხა.

უწყების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ გთუნი-ს სტუდენტები მაშველთა იმიტირებული სწავლების პროცესის თვითმხილველნი და მონაწილენიც აღმოჩნდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა...