ახალი ამბები

გასვლითი ლექცია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

22 იანვარი 2020

დღეს, 2020 წლის 22 იანვარს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების სპეციალობების სტუდენტები, პროფესორები ლალი ჩაგელიშვილი და ამირან თავართქილაძე, გასვლითი ლექციის ფარგლებში, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ეწვივნენ.

სტუდენტები გაეცნენ საწარმოს მუშაობის პროცესს, დაათვალიერეს მეტალურგიული ქარხანა, საკუთარი თვალით იხილეს ღუმელში ლითონის დნობის, ჩამოსხმის, შემდგომი დამუშავებისა და დახარისხების პროცესები.

სტუდენტებს მეგზურობას უწევდნენ საწარმოს კვალიფიციური სპეციალისტები.


იხილეთ ფოტოგალერეა...