ახალი ამბები

გასვლითი ლექცია გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში

15 აპრილი 2022

მიმდინარე წლის 2 აპრილს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, პროექტი ,,კარიერული სკოლადაიწყო.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, უფრო მეტი გაიგონ სასურველი პროფესიის შესახებ, მიიღონ კვალიფიციური რჩევა-დარიგება პროფესიონალებისგან, ჩაერთონ პროფესიულ აქტივობებში და დარწმუნდნენ მომავალი პროფესიის არჩევის სისწორეში.

დღეს ტურიზმის სპეციალობით დაინტერესებული ახალგაზრდები, უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელ, პროფესორ სოფიკო თევდორაძესთან ერთად, გასვლითი ლექციის ფორმატში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ და მუზეუმის ტერიტორიაზე წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხა კუთხის ეთნოკულტურის, ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები დაათვალიერეს.

პროექტის მონაწილეებს საინტერესო, შემოქმედებითად დახუნძლული და გამოწვევებით სავსე თავგადასავლები ელოდებათ.

იხილეთ ფოტოგალერეა...