ახალი ამბები

გასვლითი ლექცია და პრეზენტაციები ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტების მონაწილეობით

29 ნოემბერი 2021

2021 წლის 28 ნოემბერს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებისთვის ჩვენი უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა - ნინი ბაქრაძემ ბავშვთა ქალაქ მზიურში გასვლითი ლექცია ჩაატარა.

სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე „თანამედროვე კომპანიების დაფუძნება და ადამიანური რესურსების მართვა“.

პრეზენტაციები თანამედროვე კომპანიების მისიის, მიზნების, ამოცანების, ფუნქციების, სტრუქტურისა და თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრას მოიცავდა.

სტუდენტებმა პრეზენტაციებში თანამედროვე კომპანიების საქმიანობის განვითარების საკუთარი ხედვებიც დააფიქსირეს.