ახალი ამბები

გასვლითი ლექცია ბაზალეთის ტბაზე

18 მაისი 2018

დღეს, 2018 წლის 18 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები თავიანთ პედაგოგ, ფოტოხელოვან სერგო ედიშერაშვილთან ერთად, გასვლითი ლექციის ფარგლებში, არაგვის ხეობასა და ბაზალეთის ტბას სტუმრობდნენ.

სტუდენტებს მიეცათ საშუალება, ბუნების წიაღში უფრო დეტალურად გაცნობოდნენ ფოტოგრაფიის ნიუანსებს და პირადად ემუშავათ ამა თუ იმ ფოტოკომპოზიციის გადაღების თემატიკაზე.

თეორიულ ცოდნასთან ერთად სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება გთუნიში სწავლების სპეციფიკის განუყოფელი ნაწილია.

იხილეთ ფოტოგალერეა...