ახალი ამბები

განათლების ფორუმი - სწორი არჩევანი

5 თებერვალი 2021

დღეს, 2021 წლის 5 თებერვალს, „კარიერული განვითარების ცენტრმა“, ონლაინ განათლების ფორუმის ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

განათლების ფორუმზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს წარმოადგენდა პროფესორი სოფიკო თევდორაძე - გთსუ-ის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, ბიზნესის მართვის დოქტორი.

უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, ესაუბრათ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, მიმდინარე აქტივობების, სტუდენტური ცხოვრების, სიახლეებისა და იმ შეთავაზებებისა თუ ფინანსური შეღავათების თაობაზე, რომელსაც ასე ელოდებიან აბიტურიენტები და რომელიც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათთვის უმაღლესი განათლების მიღებას.

ონლიან განათლების ფორუმი 7 თებერვალს დაიხურება.

ამავე დღეს გამოვლინდებიან გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის გამოცხადებული ორი კონკურსის - „ჩინეთი და ჩინური ენა“ და Facebook აქტივობების გამარჯვებულნიც.


იხილეთ ფოტოგალერეა...