ახალი ამბები

გამოვიდა სამეცნიერო შრომათა კრებული N 7

18 ივლისი 2017

გამოვიდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ყოველწლიური, მრავალდარგობრივი სამეცნიერო შრომათა კრებულის მეშვიდე ნომერი.

სამეცნიერო კრებულის მეშვიდე ნომერში, დაინტერესებული პირები, წაიკითხავენ სამართლის, ეკონომიკის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში მოღვაწე კომპეტენტური პირების სამეცნიერო ნაშრომებსა და საინტერესო მოსაზრებებს ზემოჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებით.

მათ შორის, ბ. ალადაშვილი „ეკონომიკური სანქციები, როგორც გეოპოლიტიკური იარაღი“; დ. ვეკუა „საქართ[ელოს ეკონომიკური განვითარების პარადიგმა“; ს. თავართქილაძე „ციფრული ეკონომიკა-მომავლის ეკონომიკა“; გ. ალადაშვილი „მეწარმეობის სტიმულირების თანამედროვე გამოწვევები“; ი. ბოჭორიშვილი „ინტერნეტი და ელექტრონული კომუნიკაციები ბიზნესში“; დ. კბილაძე „სურსათის წარმოებისა და მოხმარების ისტორიულ-სტატისტიკური ასპექტები საქართველოში“; ალ. ჯუკიაუსკასი „ლიტვის გაერთიანება ევროზონაში და მისი გავლენა ევროპის ცენტრალურ ბანკზე“; პ. სანკესი „გლობალიზაცია“; რ. შენგელია, ე. შენგელლია „ფულის წარმოშობა-განვითარების ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები“; შ. ფიცხელაური „საუბრების ჩაწერისა და კონტროლის განხორციელების ტაქტიკა“; ნ. ახალაშვილი „მიღწევის მოტივაცია და პიროვნების ტიპოლოგია“; ალ. დაუშვილი „საბჭოთა ხელისუფლება და სამონასტრო ცხოვრება“; ნ. ბოჭორიშვილი, ნ. ლომსაძე „საგანმანათლებლო ინოვაციური ტექნოლოგიები სწავლების პროცესში“; გ. კუტალაძე „საჯავახო ქვეყანა“; ლ. კუტუბიძე, მ. ზუბაშვილი „სარედაქციო დამოუკიდებლობა და ლიდერის ფაქტორი“; თ. ფანცულაია „ბიზნესის ეთიკური პრობლემები. მორალური პასუხისმგებლობა. ზნეობრივი აზროვნების წესი“; დ. ჩიკვილაძე „სულის არისტოკრატი “ უცხოელის თვალსაწიერით“; ლ. ჯანგებაშვილი „ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური ხედვის გრიგოლ რობაქიძისეული გააზრება“ და სხვა.