ახალი ამბები

გამოვიდა გამარჯვებულ სტუდენტთა სტატიათა კრებული

22 ნოემბერი 2016

2016 წლის 20 მაისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა ის სტუდენტები დააჯილდოვა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა".

სტატიები შეირჩა კონკურსის შედეგად. საუკეთესო სტატიის შესარჩევად კონკურსში 34 სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 124 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.

ამ დღეებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაიბეჭდა სტატიათა კრებული „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა".

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სწავლების დღეს უკვე მეოთხე კურსის სტუდენტმა ნათია მჟავიამ საუკეთესო სტატიისათვის თემაზე „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა“ სერტიფიკატი დაიმსახურა და, შესაბამისად, მისი ნაშრომი კრებულშიც მოხვდა.

გამარჯვებული ნაშრომების ავტორებს კრებული აკადემიის დირექტორმა თამარ ჯაფარიძემ გადასცა.