ახალი ამბები

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სამი სტუდენტი გურული დღიურების სტიპენდიანტი გახდა

19 ოქტომბერი 2021

დღეს, 2021 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, ფონდი გურული დღიურების დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ ფონდის სტიპენდიანტები დააჯილდოვა.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი - ლევან ყაულაშვილი, მარიამ სისაური და ნინო ჯანაშვილი - ერთი წლის განმავლობაში, სტიპენდიის სახით, ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს.

ფონდის მიზანია, გამოავლინოს, წაახალისოს ნიჭიერი ახალგაზრდები და მისცეს მათ მოტივაცია დასახული მიზნის მისაღწევად.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფონდის ერთ-ერთი მხარდამჭერი და შემომწირველი ბატონი ირაკლი კაპანაძე თავად გახლავთ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

ამჟამად ირაკლი კაპანაძე ავსტრალიაში ცხოვრობს და საქმიანობს. იგი ,,სიტი დაირექტ სოლუშენის" დამფუძნებელი დირექტორია.

ის, რაც ბატონი გურამ თავართქილაძის ცხოვრების წესი იყო, დღესაც გრძელდება მის მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტში და კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა, რომ მისი ყოფილი სტუდენტი ამ საქმის საუკეთესო გამგრძელებელი აღმოჩნდა.

დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს კურსდამთავრებულს, ბატონ ირაკლი კაპანაძეს და ფონდს ,,გურული დღიურები" ამ სიკეთისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა საქმეში.