ახალი ამბები

ელიტ რაუნდში – უნივერსიტეტის ხუთი საუკეთესო გუნდი

27 ნოემბერი 2012

დასრულდა მე–7 საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის შესარჩევი რაუნდი და რამდენიმე დღეში ოლიმპიადის მონაწილენი ერთმანეთს ელიტ რაუნდში შეეჯიბრებიან.

ოფიციალური ინფორმაციით:

  • ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის მსოფლიოს 3 ქვეყნის, 17 უნივერსიტეტის 323 სტუდენტი 132 გუნდით დარეგისტრირდა;
  • ელექტრონული ტესტის (ერთ–ერთი ეტაპი) ჩატარების შემდეგ დარჩა 279 სტუდენტი 111 გუნდით;
  • ბიზნეს ოლიმპიადის შესარჩევი რაუნდის შემდგომ დარჩა 49 გუნდი 111 სტუდენტით.

სტუდენტურ ბიზნეს ოლიმპიადაში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას.

შესარჩევი რაუნდის წარმატებით გავლის შემდეგ ელიტ რაუნდში მონაწილეობის უფლება უნივერსიტეტის ხუთმა საუკეთესო გუნდმა (14 სტუდენტით) მოიპოვა.

მათ შორის არიან:

  1. Number 1- 25.8 ქულა (მარიამ ხუროშვილი);
  2. simfsonebi - 24.3 ქულა (გიგა მეტრეველი; ანი ენაგელი; მარიამ კიკაბიძე; ნუნუ ხიდაშელი);
  3. SMITH - 23.3 ქულა (ნინო მჭედლიშვილი);
  4. LC - 22.4 ქულა (ელენე ბაკურაძე; მარიამ კუტალია; ნანა ხურცილავა; სოფიკო ქუშაშვილი);
  5. SAME - 22.3 ქულა (ანა ენდელაძე; სალომე მახარაშვილი; ეთერ ზაქაიძე; მარიამ ბოლოთაშვილი).

29 ნოემბერს დაიწყება სიმულაცია, რომელიც სამი კვირა გაგრძელდება.

ელიტ რაუნდში ფულადი საპრიზო ფონდი, სერტიფიკატები, რეკომენდაციები და სხვა პრიზები გათამაშდება.