ახალი ამბები

ფინალური ტური: ოთხი პროექტი, ოთხი საინტერესო იდეა

8 მაისი 2022

2022 წლის 8 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა ,,კარიერული სკოლის“ მონაწილეებს უმასპინძლა.

ფინალურ ტურში ბიზნესის სფეროთი დაინტერესებული ოთხი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს.

მონაწილეებმა ოთხი პროექტი წარმოადგინეს: „ლიტერატურული NFT“; „Lara beautifly“; ,,Mr. and Mrs. Paws“ და ,,I. G. U.“

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მონაწილეებმა კონკურსის ჟიურის მეტად საინტერესო, ინოვაციური და თამამი იდეები შესთავაზეს.

გამარჯვებული გუნდის ვინაობას უახლოეს დღეებში გავიგებთ.