დღეს,  17 ივლისს,   სტუდენტური  საკალათბურთო ლიგის ფინალური  სერიის პირველი შეხვედრა ჩვენი
 
უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდისათვის წარმატებული აღმოჩნდა  და  მეტოქე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გუნდი, ანგარიშით 78:85 დავამარცხეთ.
ხვალ 19:15  საათზე   ფინალური  სერიის მეორე შეხვედრა გაიმართება.
შეგახსენებთ,  ფინალური დაპირისპირება ორ მოგებამდე გრძელდება.
გამარჯვების შემთხვევაში,  ჩვენი გუნდი სტუდენტური ლიგის ჩემპიონობას იზეიმებს.
                




