ახალი ამბები

ფინალურ ტურში შვიდი გუნდი იასპარეზებს

1 მაისი 2015

2015 წლის 30 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა "ბიზნეს ოლიმპიადა 2015" მეორე ტურის მონაწილეებს უმასპინძლა.

მეორე ტურში გუნდებს უნდა შეერჩიათ რომელიმე ქართული კომპანია და წარმოედგინათ მის მიერ გამოშვებულ პროდუქტზე შესაბამისი ვიდეო რგოლი, ახალი სლოგანი, საბანერო ვერსია და ლოგო.

მეორე ტურში სულ თერთმეტი გუნდი იღებდა მონაწილეობას.

გუნდებმა საინტერესოდ წარმოადგინეს დღეს საქართველოში მოქმედი რამდენიმე ქართული კომპანიის საქმიანობა და, დამსწრე საზოგადოებას, კონპანიების მიერ გამოშვებული პროდუქტით დაინტერესების ორიგინალური ვიდეო თუ ვიზუალური მასალაც შესთავაზეს.

დაძაბული საკონკურსო ბატალიების შემდეგ ფინალური ტურისათვის შვიდი გუნდი შეირჩა: "პროგრესი" (520 ქულა; გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი); "INOVATORS" (458 ქულა; თავდაცვის ეროვნული აკადემია); "მარკეტერები" (427 ქულა; თავდაცვის ეროვნული აკადემია); "STARS" (420 ქულა; გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი); "GEORGIAN I4B" (417 ქულა; გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი); "ლუმუსი" (415 ქულა; გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი); "ნოვატორი" (414 ქულა; თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი).

საკონკურსო კომისია ოლიმპიადაში მონაწილე გუნდებს შემდეგი კრიტერიუმებით აფასებდა:: წარმოდგენილი მასალის მიზანთან შესაბამისობა; კრეატიულობა; აღქმადობა და პრეზენტაციის უნარი.