სასკოლო ჩემპიონატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
ახალი ამბები
საკალათბურთო ტურნირის ფინალი სპორტის სასახლეში
2013 წლის 20 მაისს სპორტის სასახლე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლისა და ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის საკალათბურთო ტურნირის ფინალურ შეხვედრას მასპინძლობდა.
სასკოლო ჩემპიონატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ტურნირში თბილისის 24-ე საჯარო სკოლის, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის, სკოლა “ლოგოსის”, 199-ე საჯარო სკოლა „კომაროვის”, ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის, თბილისის 53-ე საჯარო სკოლის, სკოლა “მწიგნობართუხუცესისა” და თბილისის 23-ე საჯარო სკოლის ნაკრები გუნდების აღსაზრდელები იღებდნენ მონაწილეობას.
ფინალურ მატში ინიციატივას თავიდანვე თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის გუნდის აღსაზრდელები დაეუფლნენ და მატჩიც მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 90:71, დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს თასი და მედლები, ტურნირის მხარდამჭერმა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2011 წელს მოეწერა.