ახალი ამბები

EXPO GEORGIA - 2023

11 ოქტომბერი 2023

მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო EXPO GEORGIA-ში გამართულ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო გამოფენაში და გაიმარჯვა ნომინაციაში - ყველაზე ინფორმაციული სტენდი.

უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე, GIU-ს სტენდთან დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედროდა უნივერსიტეტის ადგილობრივ და უცხოელ წარმომადგენლებს, გაცნობოდა საგანმანათლებლო პროგრამებს და ჩართულიყო სხვადასხვა სახალისო აქტივობაში.

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების დამსახურებით, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის საინფორმაციო სტენდთან განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნებოდა, რისთვისაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს მათ მიმართ.

ძვირფასო აბიტურიენტებო, მშობლებო, სტუდენტებო და კოლეგებო, მადლობა მობრძანებისთვის!

დიდი მადლობა განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორებს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის და მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის.


იხილეთ ფოტოგალერეა...