პრეზენტაციაზე სტუდენტებმა და პროფესორ–მასწავლებლებმა ამომწურავი და კვალიფიციური პასუხები მიიღეს.
შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი
დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!
2013 წლის 4 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და ბირმინგემის კოლეჯს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთთანამშრომლობის ნათელ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა პროფ. ინგა დიაკონიძემ და ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბიზნესის მართვის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ კაციაშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს მიაწოდეს ინფორმაცია ბირმინგემის კოლეჯში მიმდინარე ინგლისური ენის შემსწავლელი სერტიფიცირებული კურსების, ასევე ტრენინგ პროგრამების, აკადემიურ თუ კულტურულ ტურებში მონაწილეობისა და იმ უპირატესობების შესახებ, რომლითაც გამოირჩევა ეს პროგრამები და რომელსაც სთავაზობს კოლეჯი თავისი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს.
პრეზენტაციაზე სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია მომავალში განსახორციელებელ ერთობლივ სამაგისტრო საერთაშორისო პროგრამაზეც ბიზნესის ადმინისტრირებაში.
იყო შეკითხვები, რომელზეც სტუდენტებმა და პროფესორ–მასწავლებლებმა ამომწურავი და კვალიფიციური პასუხები მიიღეს.