ახალი ამბები

ევროპის ბოცენის/ბოლცანოს აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

15 დეკემბერი 2016

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და ევროპის ბოცენის/ბოლცანოს (იტალია) აკადემიას (The European Academy of Bozen/Bolzano) შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია გააძლიეროს სამეცნიერო თანამშრომლობა აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის შემდეგი მიმართულებებით:

  1. ერთობლივი სემინარების ორგანიზება;
  2. ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება;
  3. სამეცნიერო კვლევების დაგეგმვა-შესრულება და სხვა.

აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებასა და ამ სფეროში დასახული მიზნების მიღწევას.