კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

ევროპული ცენტრის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს

26 მარტი 2013

2013 წლის 26 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ევროპული ცენტრის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია მოაწყვეს.

პრეზენტაციას უძღვებოდნენ ეთერ სანაია – ევროპული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჯაშიაშვილი – გაცვლითი პროგრამების მენეჯერი და ირაკლი ბარამიძე – ევროპული ცენტრის პარტნიორი, დიპლომატი, ქართული დიასპორის ხელმძღანელი პორტუგალიაში.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ „ევროპული ცენტრი“ წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლების, არაფორმალური განათლების გაძლიერებისა და საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ახორციელებს ინოვაციურ საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს და ახალგაზრდულ ფორუმებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

„ევროპული ცენტრი“ 18–35 წლამდე ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, საქართველოში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ვიზიტებში, ახალგაზრდულ ტრენინგებში, სემინარებში. სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამებით, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატი – ევროპულ ცენტრთან ერთად.

ეთერ სანაიამ ზოგადად მიმოიხილა ევროპული ცენტრის დაარსების, საქმიანობის, გაცვლითი პროგრამების, ტრენინგებისა თუ ახალგაზრდული ფორუმების არსი და დანიშნულება და მეტი აქტივობისაკენ მოუწოდა ამ საკითხით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

გიორგი ჯაშიაშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ გაცვლითი პროგრამების, პროგრამებში მონაწილეობის წესსა და პირობებზე, რომელსაც სთავაზობს ცენტრი ახალგაზრდებს. მოიყვანა კონკრეტული მაგალითები ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებიდან და ა. შ.

ირაკლი ბარამიძემ ისაუბრა პორტუგალია, ესპანეთსა და იტალიაში შესაძლო გაცვლითი პროექტებისა და სასურველი კულტურული ღონისძიებების შესახებ.

პრეზენტაციას ესწრებოდა ქალბატონი ლუარა ჭანტურია – ევროპული ცენტრის პარტნიორი, გაცვლითი პროგრამების მენეჯერი გერმანიაში.