ახალი ამბები

ერთთვიანი სასერტიფიკატო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისათვის

22 ივნისი 2021

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, სკოლის მოსწავლეებისათვის, ერთთვიანი სასერტიფიკატო პროგრამა მიმდინარეობს.

პროგრამის ფორმატი შერეულია. შეხვედრები ტარდება როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე უნივერსიტეტის აუდიტორიებში.

პროექტი გასულ კვირას დაიწყო და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, პრაქტიკოს სპეციალისტებს, წარმატებულ კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს.

მსგავსი ხასიათის აქტივობები სკოლის მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის პროექტის ფარგლებში ტარდება..

მომხსენებლებს შორის იყვნენ:


1.დავით კვიციანი - CNICK-ის დამფუძნებელი;
2.დემეტრე აბულაძე - კომპანია ,,სტარტაპერ“-ის ბიზნეს ჯგუფის დირექტორი; მარკეტინგის საერთაშორისო სკოლის მენტორი; ჩვენი კურსდამთავრებული და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული;
3.მარიკა შალიკაშვილი - სსმ I არხის ჟურნალისტი; ჩვენი ლექტორი;
4.თეონა ხუბულავა - სსმ I არხის ჟურნალისტი; ჩვენი კურსდამთავრებული;
5.თეონა გიორგელაშვილი - ტელკომპანია ,,მაესტროს“ ჟურნალისტი; ჩვენი კურსდამთავრებული;
6.ია სართანია - ტელეკომპანია ,,ფორმულას“ ჟურნალისტი; ჩვენი კურსდამთავრებული;
7.ნინი ჩიკვილაძე - ტელეკომპანია ,,ფორმულას“ ჟურნალიტი; პროდიუსერი; ჩვენი კურსდამთავრებული,
8.ნონა ახალაშვილი - ჩვენი პროფესორი; ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; ფსიქოლოგიის დოქტორი,
9.ჯაბა კოჭლამაზაშვილი - ადვოკატი; ჩვენი კურსდამთავრებული;
10.მამუკა მახარაძე - ადვოკატი; სამართლის დოქტორი;
11.სოფიკო თევდორაძე - ჩვენი პროფესორი; ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; ბიზნესის მართვის დოქტორი;
12.ნანა გოგიჩაშვილი - ჩვენი ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი;
13.მარინე ვეკუა - ჩვენი პროფესორი; ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი;
14.თამარ ჩინჩალაძე - სამართლის მაგისტრი; ბათუმის რაიონული პროკურატურის / აჭარის ა/რ საპროკურორო სამმართველოს სტაჟიორი, სარეზერვო პროკურორი; ტრენერი.

მოსწავლეებს საშუალება აქვთ, დაესწრონ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით: ბიზნესი, ტურიზმი, ფსიქოლოგია, სამართალი და ჟურნალისტიკა.