ახალი ამბები

ერთობლივი ონლაინ საერთაშორისო სწავლა: ლიდერობა და ხალხის მოტივირება

10 მარტი 2022

9 მარტს კოვენტრის(გაერთიანებული სამეფო) უნივერსიტეტის ორგანიზებით, დაიწყო პროექტი ერთობლივი ონლაინ საერთაშორისო სწავლა - Collaborative Online International Learning (COIL) - „ლიდერობა და ხალხის მოტივირება“.

აღნიშნულ პროექტში გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, შვეიცარიის, გერმანიიის, საფრანგეთის, ბელგიის, პოლონეთის, დანიის, განასა და ვიეტნამის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

პროექტის ლიდერები არიან: Dr. Fouad Alame – ALAME; Prof. Fred Lemke – Vlerick Business School; Dr. Alexandre Metreveli – Coventry University; Mrs. Mary Crossan – Coventry University; Prof. Sofo Tevdoradze – Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University; Mr. Peter Waring Lei – IBA International Business Academy; Ms. Camille Smith-Tardy - MADE iN Sainte-Marie Lyon; Dr. Iana Okhrimenko – Lazarski University; Mrs. Maren Hartstock – University of Bremen; Dr. Piyya Muhammad Rafi-ul-Shan – Cardiff Metropolitan University.

პროექტის ლიდერებს შორისაა სოფიკო თევდორაძე - პროფესორი, ტურიზმის საბაკალვრო პროგრამის ხელმძღვანელი, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი.

ნებისმიერ ორგანიზაციას აუცილებლად სჭირდება წარმატებული ლიდერი, რომელსაც შეუძლია კომპანიის თანამშრომლების მოტივაციის, ნდობის, პროდუქტიულობისა და შემოქმედებითობის გაზრდა; ასევე ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის დონის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ იმ ძირითად მახასიათებლებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია შთამაგონებელი ლიდერის ფენომენის ჩამოყალიბება.

სხენებულ პროექტში საქართველოდან მხოლოდ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას.

პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ მონაწილეებს მიეცათ დავალებები.

პროექტი 13 მარტს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ, პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს კოვენტრის უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცემათ.