ახალი ამბები

Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში კლაიპედას უნივერსიტეტში

17 ოქტომბერი 2022

მიმდინარე თვის 10 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ინგა დიაკონიძე, გაცვლითი პროფესორის სტატუსით, კლაიპედას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტში (ლიეტუვა) იმყოფებოდა.

სამუშაო ვიზიტი Erasmus+ KA107 მობილობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

გთუნი-ს პროფესორის ლექციების თემატიკა იყო:

  1. ინტერკულტურული ურთიერთობები;
  2. ბიზნეს ინგლისური.