კურსდამთავრებულები და მეგობრები
მერაბ გაბუნია
შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი
დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!
ახალი ამბები
განათლების მინისტრის სტუმრობა უნივერსიტეტში
4 დეკემბერი 2010

მიმდინარე წლის 4 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ახალი ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი გაიხსნა. მოედნის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე დაესწრნენ.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ახალ ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანზე საქართველოში ჩამოსული ინგლისურენოვან
ი პედაგოგები და ამერიკელი საზღვაო ქვეითები ერთმანეთ
ს ამერიკულ ფეხბურთში შეეჯიბრნენ. საფეხბურთო მატჩს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული უცხოელი მოხალისე პედაგოგებიც დაესწრნენ.
მატჩის დასასრულს ამერიკელ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები
და პრიზები გადაეცათ.







