კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლექციების სრული კურსი დაასრულა

29 აპრილი 2011

2011 წლის 26-29 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ლექციების კურსი „მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგია და მენეჯმენტი“ ჩატარდა, რომელსაც ნიდერლანდების სამეფოს ინჰოლანდის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ჩერეკ ბუსტრა უძღვებოდა.

ეს იყო ამ კურსის მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი სტუდენტებმა გასული წლის ოქტომბერში გაიარეს.

ზემოხსენებული კურსი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ოცმა სტუდენტმა გაიარა და, შესაბამისად, მათ „მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგია და მენეჯმენტის“ ლექციების სრული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

მათ შორის სამმა საუკეთესო სტუდენტმა - ზურაბ ბარკალაია, თამარ ხმალაძე, ანი ლობჟანიძე - საუკეთესო შედეგი აჩვენა.

მათ, სერტიფიკატებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.