ახალი ამბები

დიდი ნიკო ნიკოლაძე - წიგნის პრეზენტაცია

27 სექტემბერი 2021

დღეს 2021 წლის 27 სექტემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში წიგნის - „დიდი ნიკო ნიკოლაძე“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის ავტორია ამავე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, გენერალი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, პროფესორი გივი ლობჟანიძე.

წიგნის რედაქტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი; რეცენზენტები - პროფესორები რომან შენგელია და ვაჟა შუბითიძე.

წიგნი კარგი საჩუქარი იქნება ნიკო ნიკოლაძის ცხოვრება-მოღვაწეობით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.

დღეს დიდი ქართველის, საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, პოლიტიკოსის, ქალაქ ფოთის თავის(1894-1914), საქართველოს პარლამენტის წევრის(1917-1920) - ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 178 წელი შესრულდა.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ რეზო მიშველაძე - საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; სოსო სიგუა - საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი; ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ვაჟა შუბითიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ავთანდილ ასათიანი - საქართველოს მეცნირებათა აკადემიის თანაპრეზიდენტი; ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


იხილეთ ფოტოგალერეა...