ახალი ამბები

დასაქმების ფორუმი: Career Opportunities Fair 2023

16 ივნისი 2023

დღეს, 2023 წლის 16 ივნისს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი: Career Opportunities Fair 2023 გაიმართა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პარტნიორმა დამსაქმებელმა ორგანიზაციებმა, საქართველოში მოქმედმა ქართულმა და უცხოურმა კომპანიებმა კერძო თუ საჯარო სექტორიდან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა: საგანმანათლებლო სფერო; იურიდიული კომპანიები; ტექნოლოგიური დარგის წარმომადგენლები; ტურიზმის ინდუსტრია; ბიზნესი და სტარტაპები; საერთაშორისო ორგანიზაციები ევროპიდან და აზიიდან; ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაციები და ა.შ.

დასაქმების ფორუმზე მოსულ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, პანელურ ფორმატში, მოესმინათ დარგის სპეციალისტებისა და დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის; ასევე მიეღოთ მათგან კონკრეტული რჩევა-დარიგებები.

ღონისძიების ფარგლებში გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტსა და ფორუმში მონაწილე ორგანიზაციებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების დასაქმებას, სტაჟირებას და კარიერულ განვითარებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. .


იხილეთ ფოტოგალერეა...