კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

კონფერენცია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

20 ივნისი 2013

2013 წლის 19 ივნისს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აკადემიის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო–ტექნიკური კონფერენცია გაიმართა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიამ უკვე მეორედ უმასპინძლა სტუდენტურ კონფერენციას და მასში საქართველოს ცხრა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები და აკადემიის მსმენელები იღებდნენ მონაწილეობას.

კონფერენციის მონაწილეებს სამი მიმართულებით მოუწიათ მუშაობა: ტექნიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე სასწავლო წლის სტუდენტი თათია ყურაშვილი ეკონომიკური სექციის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას. მისი საკონფერენციო თემის სახელწოდება იყო: „დროისა და ინფორმაციის პერსონალური მართვის მენეჯერი Outlook”.

თათია ყურაშვილმა ეკონომიკურ სექციაში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტების შემდეგ, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

კონფერენციის მონაწილეებს შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.

ტექნიკურ კონფერენციას ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.