ახალი ამბები

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30 ოქტომბერი 2020
დღეს, 30 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უნივერსიტეტში გაიხსნა „ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის“ ჩინური ენის კაბინეტი.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ აკადემიურ თანამშრომლობას ჩინური ენის სწავლა-სწავლების, ერთობლივი შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიმართულებით.

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი უზრუნველყოფს გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტს ჩინური ენის კვალიფიციური ქართველი და ჩინელი ლექტორებით, სასწავლო რესურსებით, ორგანიზებას გაუწევს ჩინეთში უნივერსიტეტის სტუდენტთა სტაჟირების სხვადასხვა პროგრამებს.


იხილეთ ფოტოგალერეა...