ახალი ამბები

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17 ივნისი 2022

დღეს, 17 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული და სხვა მიმართულებით თანამშრომლობას.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროექტების, ერთობლივი პროგრამებისა და სასწავლო ღონისძიებების, სემინარების, სიმპოზიუმებისა და მსგავსი აკადემიური აქტივობების ორგანიზება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დამფუძნებელმა წენგჭუნგ ქუანგმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.

აღნიშნული მემორანდუმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაში.

იხილეთ ფოტოგალერეა...