ახალი ამბები

ჩეხმა პროფესორმა სტუდენტებისათვის ლექცია ჩაატარა

12 ოქტომბერი 2015

2015 წლის 9 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ჩარლზის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) პროფესორმა კარელ ჯანდამ სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა.

ლექციის თემა იყო: ,,კოოპერაციის გამოცდილება და არსებული პრაქტიკა ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის (ვიშეგრადის ქვეყნები, როგორც სუბრეგიონული თანამშრომლობის მაგალითი ევროკავშირის ფარგლებში: ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მექანიზმები ევროკავშირში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდეგ)”.

ლექცია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის სასწავლო საგრანტო პროექტის - European Integration in Central Europe: Experience of Visegrad Countries # 61450035 ფარგლებში ჩატარდა.