იმ დღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა სკოლა-სახელოსნოს აღსაზრდელებს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
ელენე მარგალიტაშვილი
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
ახალი ამბები
საქველმოქმედო აქცია თანატოლების მხარდასაჭერად
2010 წლის 12 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით პროფკავშირების კულტურის ცენტრში ინკლუზიურ ბავშვთა სკოლა-სახელოსნო „ნაპერწკალას“ აღსაზრდელთა მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
იმ დღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა სკოლა-სახელოსნოს აღსაზრდელებს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.
სცენაზე ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლებს, გარკვეული თანამიმდევრობით, ინდივიდუალური შემსრულებლები, საესტრადო და ქორეოგრაფიული კოლექტივები ენაცვლებოდნენ.
სცენიდან სკოლა-სახელოსნოს აღსაზრდელებს თავიანთი თანატოლები ეფერებოდნენ და იმ სითბოსა და სიყვარულს უნაწილებდნენ, რომელიც მათი წრფელი გულებიდან მოდიოდა.
სააქტო დარბაზის ფოიეში „ნაპერწკალას“ აღსაზრდელების მიერ დამზადებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.







