კურსდამთავრებულები და მეგობრები

მარიამ კუტალია

მარიამ კუტალია

საქართველოს სასჯელაღსრულების და  პრობაციის სამინისტრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - ადგილი, სადაც გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისით და ჩამოვყალიბდი დამოუკიდებელ პიროვნებად. უნივერსიტეტი, სადაც პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ოჯახში. აკადემიური პერსონალის, რექტორატისა და თითოეული თანამშრომლის თბილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაღალი დონის განათლების მიღების საშუალება, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები - აი, ყველაფერი ის, რაც ხდის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ფასეულს და კონკურენტუნარიანს საქართველოს მასშტაბით.

ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი, გურამ თავართქილაძის სახელობითი სტიპენდიანტი და ჩემი პირველი სამსახურიც ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით დავიწყე. 

ახალი ამბები

სერტიფიკატები საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისათვის

28 ოქტომბერი 2013
2013 წლის 24 ოქტომბერს სასტუმრო “Holiday Inn” ევრაზიის პირველი მულტიდისციპლინარული ფორუმი (EMF) გაიხსნა.

ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (მაკედონია), აზორეს უნივერსიტეტი (პორტუგალია) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
სამი დღის მანძილზე, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილმა მეცნიერებმა 35 ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ფინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი და სხვ.
ფორუმში სამეცნიერო კვლევითი ხასიათის ნაშრომები წარმოადგინეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორებმა ლალი ჩაგელიშვილმა და სიმონ (ამირან) თავართქილაძემ.

ფორუმში წარმოდგენილ მოხსენებათა ავტორებს გადაეცათ ევრაზიის მულტიდისციპლინარულ ფორუმში მონაწილეთა სერტიფიკატები.

მათი ნაშრომები ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის საერთაშორისო რეფერირებად, ინფაქტ-ფაქტორის სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდება.