ახალი ამბები

ბუსანის უცხოურ სწავლებათა უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

17 იანვარი 2024

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და ბუსანის უცხოურ სწავლებათა უნივერსიტეტს (კორეის რესპუბლიკა) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის საფუძველი ჩაეყარა საგანმანათლებლო, კულტურულ და კვლევით ურთიერთობებს.

შეთანხმების მიზანია, ხელი შეუწყოს მხარეთა მიერ კონფერენციების, სემინარების, ვორქშოპების, ტრენინეგებისა და სხვადასხვა ტიპის ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებას.

შეთანხმების საფუძველზე უნივერსიტეტები შეძლებენ როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას.

აღნიშნული შეთანხმება მხარეებს ასევე აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, წარადგინონ ერთობლივი განაცხადები.