ახალი ამბები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

8 ივნისი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს განათლების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კვალიფიციური პირების მომზადებას, ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და სფეროში არსებული კადრების დეფიციტის აღმოფხვრას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებისთვის/მსმენელთათვის/კურსდამთავრებულთათვის ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა; სტუდენტთა /მსმენელთა პრაქტიკის და სტაჟირების ხელშეწყობა; სტუდენტების/მსმენელების სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლება; დარგობრივი გამოცდილების გაზიარება და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; დარგობრივ სფეროში მხარეებს შორის არსებული გამოცდილების გაზიარება; „შრომის უსაფრთხოების საკითხებზე“ ინსტრუქტაჟების ჩატარება და დარგობრივი კომპეტენციის ფარგლებში პროგრამების განვითარების ხელშეწყობა.