ახალი ამბები

ბიზნეს ოლიმპიადა 2014 - პირველი ტური

15 მაისი 2014

2014 წლის 15 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე „ბიზნეს ოლიმპიადა 2014“ პირველი ტური გაიმართა.

ოლიმპიადაში ოთხი გუნდი იღებდა მონაწილეობას: „ბავშვები 402-ე ოთახიდან“, “Personas De Mentalidad”, “Phoenix” და “SCD”.

პირველ ტურში ოლიმპიადის მონაწილეებს, გამოკითხვებისა და კვლევის სხვა მეთოდების გამოყენებით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე შექმნილი რეალური სურათი უნდა წარმოედგინათ.

გუნდებმა საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს და ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებას სადაზღვევო ბაზარზე შექმნილი ვითარების ბევრი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებიც ნათლად წარმოუდგინეს. ამასთან ერთად, საკუთარი ხედვაც გააცნეს და სამომავლო პერსპექტივებზეც საკუთარი აზრი დააფიქსირეს.
კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის მეორე ტურში „SCD” და „ბავშვები 402-ე ოთახიდან“ გადავიდნენ.

გუნდებს უკვე მიეცათ მეორე ტურის დავალება.

ოლიმპიადის ფინალური ტური ერთ თვეში დასასვენებელ კომპლექს, სასტუმრო „ლოპოტაზე“ გაიმართება.

იხილეთ ფოტო გალერეა...