კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

ბილიარდის ტურნირში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

16 დეკემბერი 2011

2011 წლის 16 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის შიდა ბილიარდის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

თავდაპირველად ტურნირში მონაწილეობის სურვილი ოცდაშვიდმა სტუდენტმა გამოთქვა. თუმცა, ბოლო ეტაპამდე მხოლოდ თექვსმეტი სტუდენტი მივიდა.
მიუხედავად იმისა რომ ბილიარდის ტურნირში ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ მინაწილეობას, ტურნირი მაინც დაძაბული და საინტერესო გამოვიდა და საპრიზო ადგილებიც შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი ადგილი – სანდრო ნათენაძე (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
მეორე ადგილი – რეზო თხელიძე (ბიზნესის ადმინსტრირების ფაკულტეტი);
მესამე ადგილი – მიხეილ სტურუა (სამართლის ფაკულტეტი).
ტურნირში გამარჯვებულთ თასი და სერიფიკატები გადაეცათ.