ახალი ამბები

ბათუმი ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს მასპინძლობდა

24 თებერვალი 2020

თბილისის მუნიციპლიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ათეა-სა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ქალაქ ბათუმის მუნიციპლიტეტის მერიისა და სსიპ „ახალგაზდრობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით, ბათუმში გამართული ორდღიანი ახალგაზრდული ფორუმი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ დასრულდა.

შეხვედრის მეორე დღე სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დელეგატებმა და სტუდენტებმა მუნიციპალური სტუდენტური პროექტები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს. ღონისძიების დასასრულს კი, შემუშავდა ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი და უზრუნველყოფილი.

რეკომენდაციები სტუდენტებისა და ახალგაზრდების მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მაქსიმალურ ჩართულობას და მათ მხარდაჭერას გულისხმობს. დელეგეტებმა, ასევე, დაგეგმეს ცენტრალური პროექტი. რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში კამპანიური ფორმატით განხორციელდება.

ახალგაზრდული ფორუმი, 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისში დაფუძნდა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ორდღიან ღონისძიებაში, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრებმა და სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფორუმზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ზურა შანშიაშვილი წარმოადგენდა.