ახალი ამბები

ბარსელონაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

3 თებერვალი 2023

2023 წლის 1-2 თებერვალს GTUNI-ს ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი ზურა გამთენაძე ბარსელონაში მყოფებოდა.

სიამაყით გაცნობებთ, რომ ზურა გამთენაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტის მფლობელია, რომლის ფარგლებშიც მან, სრული დაფინანსებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,The Review of Socio-Economic Perspectives (RSEP)” მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

ბატონი ზურას კვლევის თემა იყო: ,,საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული მენეჯმენტი: საჯარო და კერძო სექტორების დიალოგის მიმოხილვა".

GTUNI წარმატებას უსურვებს ზურა გამთენაძეს და მადლობას ეუბნება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს იმ შესაძლებლობებისთვის, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერებს უქმნის.