კურსდამთავრებულები და მეგობრები
ნოდარ ჯავახიშვილი
ფარმსახლი, კომერციული დირექტორი
2013 წელს დავამთავრე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტი.
ეროვნულ გამოცდებამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად ჩამებარებინა, თუ რომელი უნივერსიტეტი მომცემდა თანამედროვე განათლებას და დღეს უკვე ვხდები, რომ უმაღლესი სასწავლებლის არჩევანში არ შევმცდარვარ. მე მივიღე სწორედ ისეთი განათლება, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია ააშენო შენი მომავალი მყარი კარიერა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - Charles University in Prague, დავამთავრე მარკეტინგის ფაკულტეტი.
მადლობა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ პროფესიონალებად ჩამოვყალიბდით, შევიძინეთ ცოდნა და ცხოვრების ასპარეზზე გავედით.
GTUNI ის ადგილია, სადაც ყველა საშუალება გეძლევა, მიაღწიო დასახულ მიზანს.
გირჩევთ, ბოლომდე იბრძოლოთ საკუთარი მიზნის მისაღწევად და ღირსეულად ატაროთ ამ უნივერსიტეტის სახელი.
ახალი ამბები
უნივერსიტეტში დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა
2011 წლის 20 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის
ადმინისტრირების ფაკულტეტისა და კონსალტინგური ცენტრის „Manager of Future’’ მიერ
ერთობლივი ძალებით ორგანიზებული „ბიზნეს ოლიმპიადა 2011“ ჩატარდა.
2011 წლის 7 ივნისს უნივერსიტეტში ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდებისა და სხვადასხვა ნომინციაში გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა.
ოლიმპიადაში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. ამავე დღეს მოეწყო „სასწავლო ინკუბატორის“ და კონსალტინგური ცენტრის „Manager of Future“ მიერ რეკომენდირებული ფონდის „ერთად დავამარცხოთ სიმსივნე“ პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ: საპატრიარქოს სრულიად
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი – ლაშა ჟვანია; ბანკი
„ქართუ“ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ინგა გაგნიძე,
კომპანია „ავერსის“ მთავარი ოფისის პროდუქციის მენეჯერი – ლელა შალიკაშვილი.
საზეიმო შეხვედრა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა და კონსალტინგური ცენტრის „Manager of Future’’ დამფუძნებელმა, პროფესორმა ლალი ჩაგელიშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა სტუდენტებს, ბიზნეს ოლიმპიადაში მონაწილეობისა და გამოვლენილი აქტივობისათვის, ასევე - მოწვეულ სტუმრებს.
დამსწრეთ მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი. სიტყვით გამოვიდნენ სტუმრები, რომლებმაც დააჯილდოვეს „ბიზნეს ოლიმპიადა 2011“ გამარჯვებული სტუდენტები.







