კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

განათლების კვირეულზე „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში

14 მარტი 2011

2011 წლის 5 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგნიზებით „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში უმაღლესი განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების პირველი გამოფენა „საქართველოს განათლების კვირეული 2011“ ჩატარდა.

გურამ თავარქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი განათლების კვირეულის ერთ-ერთი მონაწილე იყო და მისი წარმომადგენლები, აბიტურიენტებსა და გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს დაწვრილებით აცნობდნენ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს.

გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა. მინისტრი დაინტერესდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტით. ეწვია მის პავილიონს და დადებითად შეაფასა უნივერსიტეტის საქმიანობა.

გამოფენაში მონაწილეობენ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდა გამოფენაში მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის პრეზენტაციები და ღია კარის დღეები. აბიტურიენტებს, სტუდენტებს, მათ მშობლებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, პირადად გასაუბრებოდნენ სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, გაცნობოდნენ მათ შეთავაზებებს და მიეღოთ საჭირო პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.