კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

ნოტინგემში, სერტიფიცირების პროგრამაზე

12 იანვარი 2011

2011 წლის 5 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით ქალაქ ნოტინგემში (ინგლისი) ჩატარდა ინგლისური ენის პედაგოგთა სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც მოიცავდა 20 საათიან Pre-CELTA-ს კურსს.

სერიფიცირების პროგრამაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების უცხო ენის პედაგოგები. 

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ უცხო ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს, პრაქტიკაში მათი დანერგვის ხერხებს, გაუზიარეს ერთმანეთს პირადი გამოცდილება.

ნოტონგემში გამართულ შეხვედრაზე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ უცხო ენის პედაგოგები მარინე ჩაგელიშვილი და ნანა აბუაშვილი, რომელთაც გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.