ახალი ამბები

არტ-თერაპია: ბედნიერებისა და ჰარმონიის მეცნიერება

29 ივნისი 2021

დღეს, 29 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა ტრენინგის „არტ-თერაპია: ბედნიერებისა და ჰარმონიის მეცნიერება“ მონაწილეებს უმასპინძლა.

ტრენინგს უძღვებოდა ლიკა ლაჩაშვილი - ბავშვთა ფსიქოლოგი და არტ-თერაპევტი.

ტრენინგი განკუთვნილი იყო სკოლამდელი და სკოლის პედაგოგებისთვის, სოციალური მუშაკების, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგებისთვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც სურს, ბედნიერებისა და ჰარმონიის მიღება სამყაროსგან საკუთარ თავში ახალი რესურსების მოძიებით.