ახალი ამბები

ანა აბრამაშვილი - ზამთრის უნივერსიადა 2016 წლის პრიზიორი

4 მარტი 2016

2016 წლის 22-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში „ზამთრის უნივერსიადა 2016“ ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

უნივერსიადის მონაწილეები ერთმანეთს სათხილამურო კროსი და პარალელურ გიგანტურ სლალომსა და სნოუბორდ კროსში უნდა შეჯიბრებოდნენ.

„ზამთრის უნივერსიადა 2016“ მონაწილეობას იღებდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრანტი ანა აბრამაშვილი, რომელმაც პარალელურ გიგანტურ სლალომში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.