ახალი ამბები

გასვლითი ლექცია ფულის მუზეუმში

19 ივნისი 2012

2012 წლის 19 ივნისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ ნოდარ ბაგრატიონის ხელმძღვანელობით, ფულის მუზეუმში გასვლითი ლექცია ჩაუტარდათ.

იმ დღის სალექციო კურსის თემა იყო „ფული საქართველოში, წარსული – თანამედროვეობა“ და „ფული და საგადასახადო სისტემები საქართველოში, ეროვნული ბანკი – ფუნქციები და მოვალეობები“.

სწავლის ასეთი მეთოდი არახალია უნივერსიტეტის სტუდენტთათვის და იგი ერთგვარად ეხმარება კიდეც თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შერწყმის, სტუდენტის მიერ დისციპლინის, უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებების უკეთ და სწორად აღქმის პროცესებს.

იმ დღეს სტუდენტებმა ბევრი საინტერესო და მათთვის უცნობი ფაქტები დააფიქსირეს. მათ შორის, საკუთარი თვალით იხილეს ფულის მოჭრისა და მიმოქცევის ისტორიასთან დაკავშირებული მასალები VI ს-დან XX ს-ის ჩათვლით:

კოლხური თეთრი, ანტიკური მონეტები, სასანური დრამები, არაბული დირჰემები;

ქართველ მეფეთა (დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე და სხვა) მიერ მოჭრილი მონეტები; თურქული, რომაული, ირანული, ავსტრიული, პოლონური და სხვა მრავალი ქვეყნის ფულადი ნიშნები; აგრეთვე ფულის თემაზე გამოცემული ლიტერატურა და ფულის მულტიმედიური გამოცემები (კომპაქტ-დისკზე).

სასწავლო პროცესისადმი ასეთი მიდგომები მომავალშიც გაგრძელდება.