ახალი ამბები

ალსტერის უნივერსიტეტის პროფესორებმა ლექციების კურსი დაასრულეს

11 ოქტომბერი 2019

2019 წლის 8 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ალსტერის (ირლანდია) უნივერსიტეტის პროფესორები ჯონ კიერსი და რაიმონდ მაკდონელი სტუმრობდნენ.

ირლანდიელი პროფესორები გთუნიში Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექციები ჩაატარეს.


  • ჯონ კიერსი: "სავაჭრო სამართალი";
  • რაიმონდ მაკდონელი: "თვალთვალი".

ირლანდიელი პროფესორების ლექციების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ


იხილეთ ფოტოგალერეა....