ახალი ამბები

ალსტერის უნივერსიტეტი ქართველ პროფესორს მასპინძლობდა

9 მარტი 2020

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საჯარო სამართლის კათედრის ასოცირებული პროფესორი ვალერი ლომუაშვილი ERASMUS+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, გაცვლითი პროფესორის სტატუსით, ალსტერის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო) იმყოფებოდა.

ალსტერის უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების საფეხურის სტუდენტებთან ჩატარებული სალექციო კურსის სახელწოდება იყო „სავაჭრო სამართალი“.