ახალი ამბები

AKMI International-ის დირექტორის ვიზიტი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში

21 ოქტომბერი 2023

2023 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს საერთაშორისო ჯგუფის „AKMI International“-ის დირექტორი, ბატონი თეოდორ გრასოსი სტუმრობდა.

„AKMI International“ არის საერთაშორისო ჯგუფი, რომლის წევრიც არის ჯიუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტი - მეტროპოლიტენის კოლეჯი (საბერძნეთი).

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი; კანცლერი, ასოცირებული პროფესორი ელი ელისაშვილი; კვლევების ხელშეწყობის ცენტრის უფროსი, პროფესორი ზოია ადამია; სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი თათია დოლიძე და საერთაშორისო ურთერთობების სამსახურის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი გრიგოლ კალანდაძე; ასევე ვერიკო ხომერიკი, რომლის ორგანიზაციაც „AKMI International“-ის წევრია.

აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ საგანმანათლებლო, კვლევითი, სამეცნიერო და კულტურული თვალსაზრისით თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.