ახალი ამბები

ახალი სახელმძღვანელოები ტემპუსის პროექტის მხარდაჭერით

16 მარტი 2018

გამოვიდა პროფესორ მაია უკლებას სახელმძღვანელოები „რეკრეაციის თეორია და პრაქტიკა“ და „ტურისტული დესტინაციის მენეჯმენტი“.

რეკრეაცია, თავისი არსითა და დანიშნულებით, უნიკალური და რთული მოვლენაა, რომლის უნივერსალური კონცეფცია არ არსებობს.

სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში გაანალიზებულია რეკრეაციის თეორიის ასპექტები, რეკრეაციის განსხვავებული კონცეფციები, რეკრეაციული საქმიანობის ფუნქციები, ფორმები, მათთან დაკავშირებული თავისუფალი და რეკრეაციული დროის და რეკრეაციული მოთხოვნების საკითხები, ხოლო მეორე ნაწილი ეთმობა რეკრეაციული ტურიზმის არსის, კლასიფიკაციის საკითხებსა და მათთან დაკავშირებულ მიდგომათა ანალიზს.

სახელმძღვანელოში „ტურისტული დესტინაციის მენეჯმენტი“ განხილულია არაერთგვაროვანი მიდგომები ტურისტული დესტინაციის დეფინიციებისადმი, მისი ძირითადი ელემენტები, დესტინაცია როგორც კლასტერი, ტურისტული ბაზრის გეოგრაფიული სეგმენტაცია, ტურისტული დესტინაციის ტიპები, მათი კლასიფიკაციის საკითხები, დესტინაციის პოტენციალის შეფასების ხერხები, დესტინაციის ტურისტული პროდუქტის თავისებურებანი და კონკურენტუნარიანობა.

სახელმძღვანელოს რედაქტორები არიან ნიკო კვარაცხელია - დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ტურიზმის ექსპერტი და ნინო პავლიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სახელმძღვანელოები მომზადდა ტემპუსის პროექტის „კომპეტენციების ცენტრების ქსელი შავი ზღვის აუზის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის" ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მხარდაჭერით.